fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი სტუდენტებს თანხას სძალავდა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი დააპატიმრა. მას ბრალად ედება ქრთამის აღება, რომელსაც, გამოცდების ჩაბარების სანაცვლოდ, სტუდენტებისგან იღებდა. თუმცა, საქმე ასევე გვაქვს, სექსუალური შევიწროვების ფაქტებთანაც.

პროფესორი, ორ თანამზრახველთან ერთად, რომელიც კერძო დაწესებულებაში (ე.წ. ფრონტისტირიო) ასწავლიდა, გარკვეული ხრიკებით აიძულებდა სტუდენტებს გაევლოთ “გაკვეთილები”, თუკი სურდათ გამოცდები წარმატებით ჩაებარებინათ. ამ ყველაფრის ღირებულება კი 250-400 ევროდან 1, 750 ევრომდე ადიოდა.

მას შემდეგ, რაც თანხას გადაიხდიდნენ, არ ტარდებოდა არანაირი გაკვეთილი, რომელთაც ის მათ ჰპირდებოდა, ავტომატურად ითვლებოდა, რომ მათ გამოცდა გავლილი ჰქონდათ.

ამ დროისთვის სამივე მათგანი დაკავებულია.

ვიდეო, რომელშიც აღნიშნული პროფესორის სახელის გამოცხადებისას, სტუდენტები პროტესტს გამოთქვამდნენ.

onalem

ტესტ