fbpx
ჯანმრთელობა

“თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს” – ციოდრა ვაქცინის მოწინააღმდეგეებს მიმართავს

ცნობილი პროფესორი, ინფექციონისტი სოტირის ციოდრა, საზოგადოებაში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას და ვაქცინის მოწინააღმდეგე ნაწილს გამოეხმაურა.

“თავისუფლება და პასუხისმგებლობა ჩვენს ცხოვრებაში მუდმივად თანხვედრაშია. მე მჯერა, რომ ერთი არ შეიძლება არსებობდეს მეორის გარეშე. ამას ნათლად ვხედავთ დღევანდელობაში. პანდემიის ისტორიაში ეს მაგალითი საუკეთესო და თვალსაჩინოა. ყალბი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, ხშირად გამოიყენება იმისთვის, რომ კუთვნილი პასუხისმგებლობები თავიდან ავიცილოთ. 

ჩვენი ცხოვრება უნარ-ჩვევების ერთობლიობაა, რომელსაც შრომისმოყვარეობით ვავითარებთ. სჯობს, რომ გვქონდეს ნახევრად სავსე ჭიქა, ვიდრე ცარიელი. ცარიელი ჭიქის ქონა ნიშნავს, რომ შენს ცხოვრებაში მუდმივად ბნელი მხარეებისა და ნეგატივის ძიებასა და აღმოჩენაში ხარ.”

ციოდრამ ირიბად მიანიშნა ვაქცინის მოწინააღმდეგეებზეც:

“ხშირად თავისუფალი ცხოვრების მთავარ ფაქტორს ჩვენი უცოდინრობა და უმეცრება წარმოადგენს. პასუხისმგებლობის აღების შიში და ჩვენი უმოქმედობა, რომელიც ჩვენი გარშემომყოფებისთვისაც გადამდებია,” თქვა პროფესორმა.

 

onalem

ტესტ