fbpx
საბერძნეთი

ხანძარი საბერძნეთში საცხოვრებელ სახლებთან ახლოს – ადგილზე მუშაობს 40 მაშველი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სალამინაში, კერძოდ, იპოკრატუს გამზირთან ახლოს ხანძარი გაჩნდა.

როგორც სახანძრო სამსახური განმარტავს, ცეცხლი მცენარეულობას გაუჩნდა და სწრაფად გავრცელდა. ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზდა სამაშველო სამსახური, ვინაიდან ცეცხლი დასახლებულ პუნქტებთან საკმაოდ ახლოს არის.

კრიტიკულ არეალში მუშაობს 40 მეხანძრე, 12 მანქანით და მაქსიმალური ძალებით ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას. მათ მზის ჩასვლამდე ვერტმფრენიც ეხმარებოდათ.

 

onalem

ტესტ