fbpx
მსოფლიო

ტრაგედია, რომელმაც ალბანეთი შეძრა: დედა-შვილმა თავი დაიხოცა, რადგან სჯეროდათ, რომ სამუდამო სასუფეველს დაიმკვიდრებდნენ

ტრაგედია, რომელიც ალბანეთში მოხდა, უპრეცენდენტოა. საზოგადოება შეძრული და ამავე დროს გაოგნებულია, რადგან ორი ადამიანი შეეწირა რელიგიურ რწმენას და არსებობს ვარაუდი, რომ ისინი იეჰოვას მოწმეები იყვნენ.

კერძოდ, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში საცხოვრებელ ბინაში იპოვეს ორი გარდაცვლილი, 56 წლის დედა და 30 წლის ქალიშვილი, რომლებმაც სიცოცხლე საკუთარი გადაწყვეტილებით დაასრულეს. ანუ მათ სჯეროდათ, რომ თუ მსხვერპლად შეეწირებოდნენ, სამუდამო სასუფეველს დაიმკვიდრებდნენ.

კიდევ ერთი გოგონა, 30 წლის გოგონას და, შიმშილისგან გამოწვეულ უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ირკვევა, მან პოლიციას უთხრა შემდეგი სიტყვები: “თქვენ ვერ გაიგებთ ჩვენს თავგანწირვასა და მსხვერპლს, რამაც ამ მომენტამდე მოგვიყვანა.”

გამოძიების თანახმად, 30 წლის გოგო დიდი ხნის გარდაცვლილია და მას დედა და და სახლში ინახავდნენ, სხეულს ზეთსა და ძმარში ამყოფებდნენ, რომ არ გახრწნილიყო. ფაქტობრივად, ეს იყო მუმიფიცირების მცდელობა.

იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია კატეგორიულად უარყოფს ოჯახთან მათ კავშირს და ამბობენ, რომ ისინი მათი წევრები არ ყოფილან. ასევე, მიდგომები, რომლებსაც ემხრობიან, ასევე არ უკავშირდება იმას, რაც დედამ და შვილებმა გააკეთეს.

აღსანიშნავია, რომ იანვრის თვეში გარდაიცვალა 56 წლის ქალის (დედის) მეუღლე და ორი გოგონა უმამოდ დარჩა. მას შემდეგ ოჯახმა ყველანაირი კავშირი გაწყვიტა მეზობლებთან და სახლიდან თითქმის არასოდეს გამოდიოდნენ.

პოლიცია გამოძიებას აგრძელებს.

onalem

ტესტ