fbpx
კატეგორიის გარეშე

სკანდალი: მიცოტაკი ველოსიპედზე, მისი მეუღლე კი მოტოციკლზე მაშინ, როცა ქვეყანა ყოველდღე ათობით გარდაცვლილს ითვლის

სკანდალი გამოიწვია კადრებმა, რომელიც მედიის მიერ გავრცელდა. როგორც იწერება, მიცოტაკი და მისი მეუღლე, მარევა, კიდევ სხვა უცნობ ადამიანებთან ერთად პარნითაზე იმყოფებოდნენ და პრემიერი ველოსიპედით, ხოლო მარევა მოტოციკლით ტკბებოდა. ცხადია, იქ მყოფებიდან არავინ ატარებდა პირბადეს.

მედია წერს, რომ ეს “სამარცხვინო გასეირნებაა” და უპრეცენდენტო სკანდალი უნდა გამოიწვიოს, ვინაიდან საბერძნეთი ყოველდღე ათობით გარდაცვლილს ითვლის.

კირიაკოს და მარევა მიცოტაკიმ დაარღვიეს ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმა და მაშინ, როცა მოსახლეობა კარანტინშია გამოკეტილი, დასაშვები აღმოჩნდა მათი საცხოვრებლიდან საკმაოდ შორს გადაადგილება, თუნდაც, ფიზიკური ვარჯიშისთვის.

აქვე აღნიშნულია, რომ მთავრობის სპიკერი, სტელიოს პეცასი, მიცოტაკის გულისხმიერ ადამიანს უწოდებს, რომელიც არასოდეს ამბობს უცხოებთან გამოლაპარაკებასა და ფოტოების გადაღებაზეც კი, თუმცა, არაფერს ამბობს იმაზე, რომ 29 ნოემბერს, როდესაც საბერძნეთში კორონავირუსი 98 ადამიანი დაიღუპა, პარნითას მთაზე განსატვირთად იმყოფებოდა.

ფოტოზე, რომელზეც გამოსახულია კირიაკოს მიცოტაკი, მისთვის უცნობ ადამიანებთან ერთად, ჩანს, რომ ისინი არც დისტანციას იცავენ და არც პირბადეს ატარებენ.

onalem

ტესტ