fbpx
საზოგადოება

საზარელი შემთხვევა საბერძნეთში: შიშველი ქალი გზაზე გარდაცვლილი იპოვეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით ვერიაში, მე-6 სკოლის მოპირდაპირე მხარეს, 44 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს, ის გზაზე შიშველ მდგომარეობაში ეგდო.

როგორც ირკვევა, მას მაისური ჰქონდა თავზე წამოცმული და არ აღენიშნება არანაირი გარეგანი დაზიანებები, რასაც შეიძლებოდა მისი სიკვდილი გამოეწვია.

ადგილზე სწრაფად მობილიზდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება, რათა დანაშაულის ადგილი შეესწავლათ და გვამი ექსპერტიზაზე გადაესვენებინათ.

ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე აიკრძალა ბავშვების გავლა, რადგან სანახაობა უმძიმესი იყო.

ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება.

onalem

ტესტ