fbpx
ემიგრაციული სიახლეები

საბერძნეთში ქართველები ერთიანდებიან, რომ ხანძრებით დაზარალებულებს დაეხმარონ

ძვირფასო თანამემამულეებო!

საბერძნეთის ტერიტორიაზე მძვინვარე ხანძრებმა უზარმაზარი ზარალი მიაყენეს როგორც ბუნებას, ასევე მოსახლეობას.

საელჩოს ინიციატივით, ათენში ერთიანდებიან ქართველები დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და მათთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად. გროვდება პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები, რომლებსაც ამ ეტაპზე ითხოვენ დაზარალებული მუნიციპალიტეტები.

ესენია:

1. მედიკამენტები (ტკივილგამაყუჩებლები, დამწვრობის კრემები);
2. ჰიგიენური საშუალებები;
3. საკვები (კონსერვები, მშრალი საკვები, წყალი, წვენი);
4. ცხოველების საკვები.

საქართველოს საელჩოს ჰუმანიტარულ ინიციატივას შეუერთდა მთავარი საინფორმაციო პორტალი საბერძნეთში, Georgians.gr, საქართველოს ფოსტა, ნანა აბულაძის საადვოკატო ოფისი, საინფორმაციო პორტალი Arabs.gr, შოთა აბულაძის სახელობის არასამთავრობო/საქველმოქმედო ორგანიზაცია.

სურვილის შემთხვევაში, ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ კეთილშობილურ საქმეში.

ზემოთჩამოთვლილი პირველადი მოხმარების ნივთები შეგიძლიათ, მოიტანოთ ოთხშაბათს, 11 აგვისტოს, 10:00 -დან 17:00 საათამდე:

ათენში საქართველოს საელჩოში
(Οδός Αργοναυτών 11, Χαλάνδρι, Τ.Κ. 15232)

ან

საქართველოს ფოსტის ცენტრალურ ოფისში
(Οδός Γερανίου 44, Αθήνα, Τ.Κ. 10431).

აქვე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჰუმანიტარული დახმარება მიიღება მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი სახეობის ნივთების სახით.

გარდა ამისა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დახმარება მიიტანოს მუნიცაპალიტეტებში მოქმედ სოციალური თანამდგომის ცენტრებში, რომლებიც გახსნილია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

onalem

ტესტ