fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციის მიერ საბუთების შემოწმება კვირა დღეს ათენის ცენტრში

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, 5 ივლისს, ათენის ცენტრალურ ქუჩაზე, ერმუზე საბერძნეთის პოლიციის მიერ საბუთების შემოწმების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

აღნიშნულ ცნობებს თავად ქართველი ემიგრანტები გვაწვდიან, რომელთა თქმითაც, პოლიციელებმა ZARA-ს მაღაზიასთან გამვლელ რამდენიმე ადამიანს საბუთები მოსთხოვეს. ჩანს, რომ მათ შორის იყვნენ პაკისტანის მოქალაქეები და თავად ის ორი ქართველი ემიგრანტი, რომელთაც საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების საბუთები ჰქონდათ და შემოწმება უპრობლემოდ გაიარეს.

აღსანიშნავია, რომ კვირა დღეს ერმუზე რამდენიმე მაღაზია მუშაობს, თუმცა, ხალხის სიმცირე შეინიშნება. სწორედ ამის ფონზე, სავარაუდოდ, პოლიციისთვის ადვილად თვალშისაცემი იყო უცხოელთა გადაადგილება.

უნდა ითქვას ისიც, რომ აღნიშნული ინფორმაცია პანიკის საფუძველს არ იძლევა და საქმე არ გვაქვს მასშტაბურ შემოწმებების სერიასთან. ეს არის მხოლოდ გამაფრთხილებელი ცნობა იმ კუთხით, რომ პოლიციელთა მხრიდან შემოწმებები სრულოად მოულოდნელად შეიძლება განხორციელდეს და უმჯობესია სიფრთხილის გამოჩენა მსგავსი თავშეყრის ადგილებში.

onalem

ტესტ