fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: წვიმიანი ამინდების შემდეგ ტემპერატურა იმატებს და მზიანი დღეები გველის

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში წვიმის შემდეგ ამინდი უმჯობესდება და მომდევნო 24 საათის მანძილზე გამოიდარებს.

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, ამინდის არასტაბილურობა დღის მანძილზე ნელ-ნელა შესუსტდება და კვლავ მზიანი დღეები გველოდება. ყველაზე ინტენსიური წვიმა დღეს კრეტაზე იქნება, ხოლო ხვალიდან ამინდი ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გაუმჯობესდება.

ქარის ძალა დღის მანძილზე შენარჩუნდება 6-7 ბალამდე, ეგეოსის ზღვის ტერიტორიაზე, შემდეგ კი, შესუსტდება 3 ბალამდე.

რაც შეეხება ტემპერატურას, მაკედონიაში ჰაერი 10 გრადუსამდე გათბება, დანარჩენ ჩრდილოეთ რეგიონებში 15 გრადუსამდე, ეპტანისაზეც 15 გრადუსამდე, დოდეკანესის კუნძულებსა და კრეტაზე კი, 17 გრადუსამდე.

ატიკის რეგიონში ჰაერის ტემპერატურა იმერყევებს 8-დან 16 გრადუსამდე, ხოლო თესალონიკში, 5-დან 15 გრადუსამდე.

onalem

ტესტ