fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სახლში “დასალაგებლად” შესულმა ქალმა მოხუცს 77,400 ევრო და სამკაულები მოპარა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ხალკიდიკიში მოხდა, სადაც მოხუცმა ქალმა რამდენიმე წუთში მთელი თავისი დანაზოგი და საკმაოდ ძვირადღირებული სამკაულები დაკარგა.

როგორც ირკვევა, მის სახლში 52 წლის ბოშა მივიდა, თავი დასუფთავების სამსახურის თანამშრომლად წარუდგინა და უთხრა, რომ იქაურობას დაულაგებდა და გააკეთებდა დეზინფექციასაც, კორონავირუსის გამო. გარდა იმისა, რომ მოხუცის დარწმუნება და ბინაში შესვლა მოახერხა, ისიც კი ათქმევინა, თუ სად ჰქონდა გადანახული დანაზოგი და შედეგად ყველაფერი წაიღო.

ბოშამ სახლიდან 77,400 ევრო აიღო და თან გაიყოლა სამკაულებიც, რომლებიც საკმაოდ ძვირადღირებული იყო. ჩანს, რომ ქალს გარეთ თანამზრახველი ელოდებოდა, რომელთან ერთადაც მანქანით სწრაფად დატოვა იქაურობა.

როცა 80 წლის ქალბატონმა გააცნობიერა, რომ გაქურდეს, მაშინვე პოლიციაში განაცხადა და ოფიცრებმა ბოშის ვინაობის დადგენა შეძლეს. მიუხედავად ამისა, მისი პოვნა და დაკავება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

onalem

ტესტ