fbpx
საზოგადოება

“ერთ ღამეში თმა სულ დამცვივდა, პატარა ასაკიდან ძალიან ჭაღარა ვიყავი” – თეოხარის იოანიდის

ცნობილი მსახიობი, თეოხარის იოანიდი, მიწვეული იყო გადაცემაში, Στούνιο 4″, სადაც ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე თმის ცვენასთან დაკავშირებით. როგორც ირკვევა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა თმა 19 წლის ასაკში, სერიოზული სტრესის გამო დაკარგა და შემდეგ თეთრი ამოუვიდა.

“ძალიან პატარა ასაკიდან ჭაღარა თმა მქონდა. 19 წლის ასაკიდან ისე ვარ, როგორც ახლა მხედავთ. შეიძლება მცირედით გამუქდა. როცა მსახიობობა დავიწყე, შემიღებეს, რადგან 20 წლის ბიჭს თამაშობდი. “Λατρεμένους μου Γείτονες”-ში 20 წლის ბიჭის როლს ვასრულებდი და არ შეიძლებოდა თეთრი თმა მქონოდა. ყოველ ორ კვირაში ღებვამ ძალიან დამღალა. შემდეგ, როცა “Μπρούσκο”-ში მივიღე მონაწილეობა, მესამე სეზონზე ვუთხარი, რომ პერსონაჟს შეიძლებოდა თეთრი თმაც ჰქონოდა. დაველაპარაკე და დავარწმუნე, რომ თეთრი თმა დამეტოვებინა.”

მსახიობმა ისიც მოჰყვა, რომ ერთ დილას გაიღვიძა და გააცნობიერა, რომ თმა სრულიად ჰქონდა დაცვენილი.

“ძალიან არასასიამოვნო იყო. ერთ ღამეში თმა სულ დამცვივდა. დავიძინე და დილით ასე გავიღვიძე. იღვიძებ და უცებ თმა გცვივა. მშობლებთან ერთად ვიყავი და საშინლად ვგრძნობდი თავს, მეშინოდა, რომ რაიმე არ დამმართნოდა ფსიქოლოგიურად. ყველა მშვიდად შევხვდით, შემდეგ წავედი და ყველაფერი გავაკეთე. ძალიან სწრაფად გადავიტანე, როცა მითხრეს, რომ კარგიც იყო სერიოზული სტრესი ამ კუთხით რომ გამოვლინდა. მეორე ჯერზე უკვე რეაქცია აღარ მქონია,” ამბობს მსახიობი.

onalem

ტესტ