fbpx
კულტურა

აგია სოფიაში ისტორიული ავზი ფეხსაცმელების შესანახად აქციეს – რას ამბობს თურქული მხარე?!

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის დირექტორატი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ აგია სოფიაში მდებარე ისტორიული ავზი (გატეხილი) ფეხსაცმლის შესანახად არის ქცეული, არ ასახავს არსებულ რეალობას.

ამ ყველაფერმა აჟიოტაჟი მას შემდეგ გამოიწვია, რაც კადრები თურქმა არქეოლოგმა, ომერ ფარუკმა გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ისტორიული ნივთი, წყლის ავზი ოსმალეთის იმპერიიდან, ახლა ზოგიერთების მიერ ფეხსაცმელების შესანახ ადგილად არის ქცეული.

ტურიზმის დირექტორატი აცხადებს, რომ ეს კადრები ძველია და ახლა აღნიშნული ავზი ამ მდგომარეობაში არ არის, მეტიც, მათი განმარტებით, ეს არა ოსმალური ავზი, არამედ იმავე პერიოდის მარმარილოს ქილაა, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიების საფუძველზე გადაწყდა, რომ დარჩენილიყო არსებულ მდგომარეობაში და არ მიემატებინათ მოტეხილი ნაწილი.

onalem

ტესტ