fbpx
კრიმინალი

“როცა დაინახა, რომ ჩვილს თავი ჰქონდა გადახსნილი, თქვა, რომ კარგად იყვნენ და გაიქცა” – საზარელ ავარიას ბებია-შვილიშვილი შეეწირა

დაუჯრებელი შემთხვევა გუშინ ეგიოში მოხდა. 28 წლის ბერძენი დიდი სისწრაფით მიდიოდა, როდესაც საჭეზე კონტროლი დაკარგა და ქვეითად მოსიარულე 67 წლის ქალსა და მის რამდენიმე თვის შვილიშვილს დაეჯახა. დარტყმის შედეგად ორივე ადგილზე დაიღუპა, მძღოლი კი გაიქცა. რას ჰყვებიან თვითმხილველები?

“ის დიდი სისწრაფით მოდიოდა, სცადა, რომ მეორე მანქანისთვის გადაესწრო და სწორედ ამ დროს დაკარგა საჭეზე კონტროლი. ბებია თავის შვილიშვილს ეტლით ასეირნებდა და სამწუხაროდ, მათ დაეჯახა. შოკში ჩაგვაგდო ფაქტმა, რომ როცა 28 წლის მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა, დაინხა, რომ ჩვილს თავი ჰქონდა გადახსნილი, ორივე მკვდარი იყო და თქვა, რომ კარგად იყვნენ და არაფერი სჭირდათ, შემდეგ კი უკან ჩაჯდა და გაიქცა. ერთი თვის წინ ოჯახმა ბავშვი მონათლა, ახლა კი მისი და მისი ბებიის დაკრძალვისთვის ემზადებიან.”

ბრალდებული 28 წლის ბერძენი დაკავებულია და ის სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება.

ასევე აღსანიშნავია, რომ გზა, სადაც ინციდენტი მოხდა, საკმაოდ სახიფათოდ ითვლება, სადაც მძღოლებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა სჭირდებათ.

onalem

ტესტ