fbpx
ემიგრაციული სიახლეები

თესალონიკში ქართული რესტორანი “დაისი” უკვე 21 წელია რაც ქართველებს ემსახურება

კაფერესტორანი ,,დაისითესალონიკში პირველი ქართული რესტორანია, რომელიც 2000 წელს გაიხსნა და დღემდე საყვარელი ადგილია, როგორც ქართველი ემიგრანტებისთვის, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის.

რესტორანი დედაშვილმა ნატალია და ზოია სულხანიშვილებდა დააარსეს. მათ შეძლეს, ფართოდ წარმოეჩინათ ქართული კულტურისა და სამზარეულოს საუკეთესო ნიმუშები. „დაისისსახელით უამრავმა ბერძენმა თუ უცხოელმა ტურისტმა დააგემოვნა და შეიყვარა ქართული ხაჭაპური, ხინკალი, მწვადი, ნიგვზიანი სალათები, საცივი, თუ ქართული ღვინო.

წლების განმავლობაში ზოია და ნატალია იყვნენ ორგანიზატორები ქართული ღონისძიებებისა და კონცერტების, სადაც საქართველოდან მოწვეული მომღერლები საუკეთესო საღამოებს ჩუქნიდნენ ქართველ ემიგრანტებს თუ მოწვეულ უცხოელ სტუმრებს. მსგავსი ღონისძიებები, პირველ რიგში, ემსახურებოდა ქართული კულტურის პოპულარიზაციას.

ერთერთი გამორჩეული პროექტია – ,,ქართული შემოდგომა თბილისობა“, რომელიც 2010 წელს ჩატარდა და დაახლოებით 1000-მდე სტუმარს უმასპინძლა და დღემდე დაუვიწყარია თესალონიკელებისთვის. ეს გასნაკუთრებული დღე იყო, რადგან სალონკიში ნამდვილი ქართული გარემო იყო შექმნილი. უცხოელი სტუმრებისთვის ჩატარდა: თონის პურის, ფელამუშის და ჩურჩხელების, ქართული მწვადის, ხინკლის და სხვა უამრავი კერძის მომზადების მასტერკლასი.

2015 წელიდაისისთვისძალიან მძიმე აღმოჩნდა, რადგან ერთერთი დამფუძნებელი ნატალია, 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს მისი დედისთვის და შვილისთვის, თითქოს ზღვარი იყო, გაეგრძელებინათ თუ არა დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე, თუმცა, მცირე პაუზის შემდეგ, მაინც განაახლეს მუშაობა.


დღესდაისსგამორჩეული მომსახურე პერსონალი ჰყავს,  რომელიც ნებისმიერ დროს გიმასპინძლებთ და იქ მომზადებული კერძებით საქართველოში გამოგზაურებთ. ეს ნამდვილად დაუვიწყარი ადგილია, სადაც შეგიძლიათ თქვენს უცხოელ მეგობრებს თამამად გააცნოთ ქართული სამზარეულო.

კოვიდრეგალუციების გათვალისწინებითდაისსშეგიძლიათ ესტუმროთ გარე სივრცეში, ან ისარგებლოთ ადგილზე მიტანის მომსახურებით.

დაისის მისამართია: ოლიმპუ 75, თესალონიკი
ეს კი საკონტაქტო ნომერი: ტელ: 2310271593
ფეისბუქი
ინსტაგრამი