fbpx
პოზიტივისაზოგადოება

პატარა პანაიოტი, რომლისთვისაც ბერძნებმა მილიონობით ევრო შეაგროვეს, ფეხზე დაუხმარებლად დგება

პატარა ბიჭის დედ-მამა ნამდვილ სასწაულს უწოდებს ფაქტს, რომ პანაიოტი-რაფაილი საკუთარ ფეხებზე დგას და ამაში დახმარება აღარ სჭირდება. როგორც ცნობილი გახდა, ბავშვი, რომლისთვისაც მთელმა საბერძნეთმა მილიონობით ევრო შეაგროვა, რომ ბოსტონში სამკურნალოდ წასულიყო, დღითიდღე უკეთესად ხდება.

პანაიოტის კუნთების პირველი ტიპის ატროფია აქვს, რაც უიშვიათესი დაავადებაა. ის უკვე რამდენიმე ხანია ბოსტონში გადის მკურნალობას და ექიმებმა ოპერაციაც დანიშნეს, რადგან აუცილებლობად მიიჩნიეს.

მიუხედავად ყველაფრისა, დაახლოებით 1 თვეში ოჯახი მასთან ერთად საბერძნეთში დაბრუნდება და მკურნალობას აქ გააგრძელებს.

როგორც მისი მამა ამბობს, 19 თვის პანაიოტი ყველა დაბრკოლებას ღიმილით ხვდება და ძალიან ძლიერია.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ