fbpx
საზოგადოება

პანიკა Pegasus-ის თვითმფრინავში: პილოტმა ფრენისას გონება დაკარგა

ეს 6 დღეში უკვე მესამე შემთხვევაა, რომელმაც მგზავრებს შორის პანიკა გამოიწვია. როგორც ჩანს, ავიაკომპანია Pegasus-ის ავიახაზებში სერიოზული პრობლემებია და ის ხალხში ნელ-ნელა ნდობას კარგავს.

გავრცელებული ინფორმაციით, 5 თებერვალს თურქეთში მომხდარ უბედურ შემთხვევას, როდესაც თვითმფრინავი სამად გაიხლიჩა და სამი ადამიანი დაიღუპა, დღეს კიდევ ერთი ინციდენტი მიემატა.

დღეს, 11 თებერვალს, რეისი ვენა-სტამბოლი სრულდებოდა, როდესაც პილოტმა ფრენისას გონება დაკარგა და მგზავრებს შორის სრული პანიკა წარმოიქმნა.

როგორც ირკვევა, თანა-პილოტმა აეროპორტისგან ავარიული დაშვების ნებართვა ითხოვა და თვითმფრინავი თავად, მშვიდობიანად დასვა.

უცნობია, თუ რის გამო გაითიშა მთავარი პილოტი კაბინაში.

onalem

ტესტ