fbpx
კრიმინალი

პალეო ფალირო: 48 წლის ბერძენს, რომელმაც საკუთარი დედა მოკლა და შემდეგ სახლს ცეცხლი წაუკიდა, ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულში გადაიყვანენ

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პალეო ფალიროში მომხდარ სასტიკი მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს, ციხის ნაცვლად, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანენ – აღნიშნული ბრძანება პროკურორმა გასცა.

48 წლის მამაკაცმა პალეო ფალიროში საკუთარი მოხუცი დედა, 78 წლის ქალბატონი დანით გულში ორჯერ დაჭრა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა, შემდეგ მამაკაცმა სახლს ცეცხლი წაუკიდა. პოლიციამ დამნაშავე დააკავა და საქმესთან დაკავშირებით დაკითხა, მაგრამ როგორც ჩანს, ის ადეკვატური არ არის, რის გამოც პროკურორმა საჭიროდ ჩათვალა, მისი გადაყვანა ფსიქიატრიულში.

78 წლის ქალის მეზობლები ამბობენ, რომ სახლიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა ესმოდათ, ხოლო დაკავებულის თანამშრომელი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მამაკაცი ძალიან უცნაურად იქცეოდა და ფსიქიკურად არასტაბილური იყო.

onalem

ტესტ