fbpx
საზოგადოება

“ნუ ტირი, გადაგარჩენ, ვეუბნებოდი ბავშვს… არავინ მიჯერებდა, კატა ეგონათ” – ჩვენებები კალამატადან

ვიკი ცონი ის ადამიანია, რომელმაც პირველმა შენიშნა 20 წლის ქართველი გოგონას მიერ ნაგავში ჩაგდებული ბავშვი და დახმარებისთვის ხალხს ეძახდა, თუმცა, როგორც ის ამბობს, არცერთი მათგანი არ გაჩერდა. ქალი ჰყვება, რომ ტირილის ხმა გაიგო და თავიდან მასაც ეგონა, რომ შეიძლებოდა კნუტი ყოფილიყო, თუმცა, მალევე მიხვდა, რომ ჩვილი ბავშვი ტიროდა და როცა სანაგვეს თავი ახადა, ქაღალდის ჩანთა დაინახა, რომელშიც რაღაც მოძრაობდა.

“უნდა ვთქვა, რომ ეს ჩვეულებრივი სანაგვე არ არის, არამედ მიწისქვეშა ყუთია. დახმარებას ვითხოვდი, მაგრამ არავინ გაჩერდა. არავინ მიჯერებდა, ყველას კატა ეგონა და მეუბნებოდნენ, რომ ნასვამი ვიყავი და რაღაცები მეჩვენებოდა.

მე ბავშვი გზიდან არ ამიყვანია, სანაგვიდან ვცდილობდი მის ამოყვანას და მართლა ვიბრძოლე მის გადასარჩენად. ვეუბნებოდი, რომ გადავარჩენდი და ნუ ტიროდა. მაგრამ თან არ მინდოდა, დამენახა ბავშვი, რადგან გული მიმდიოდა. არავის ვაძლევდი უფლებას შიგ ნაგავი ჩაეგდო. 

შემდეგ ორი გამვლელი გაჩერდა და პოლიცია გამოიძახეს, ოფიცრები ადგილზე ხუთ წუთში გაჩნდნენ და ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.”

იხილეთ სრული ინტერვიუ:

onalem

ტესტ