fbpx
ეკონომიკა

მნიშვნელოვანი ცვლილებები ბანკებში: დამატებითი გადასახადი თანხის გამოტანისას, PIN-ის შეცვლის ან ბარათის დაკარგვის შემთხვევაში

ოქტომბრის ბოლოდან საბერძნეთში არსებული ბანკების მომსახურება “უფასო” აღარ იქნება. ბერძნული მედია მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც 31 ოქტომბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე საბოლოოდ დასრულდება.

კერძოდ, საუბარია ოპერაციებზე, რომელთა განხორციელებასაც გარკვეული ფასი ედება:

  1. 31 ოქტომბრიდან საბანკო ბარათის განახლების ღირებულება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მას არა ვადა გაუვიდა, არამედ დაკარგეთ ან გახდით ძარცვის მსხვერპლი, 6 ევრო იქნება.
  2. 31 ოქტომბრიდან ბარათზე არსებული ბალანსის გაგება ბანკომატის საშუალებით 0.20 ევრო ეღირება.
  3. ბოლო 7 დღის მანძილზე განხორციელებული ოპერაციების ასლის გამოთხოვა – 0.15 ევრო.
  4. PIN კოდის შეცვლა – 3 ევრო.

onalem

ტესტ