fbpx
ეკონომიკასაზოგადოება

მიიღეთ 7.000-დან 21.000 ევრომდე წელიწადში საბერძნეთის მთავრობისგან – როდის გაიხსნება ბაზა?!

ათობით ათასი ადამიანი საბერძნეთში ონლაინ პლატფორმის გახსნას ელის, სადაც ყოველთვიურ დახმარებასთან დაკავშირებით განაცხადის შევსებას შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ თქვენ მთავრობისგან შეგიძლიათ მიიღოთ თანხა, წელიწადში 7.000-დან 21.000 ევრომდე, თუკი გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ.

თანხა ბენეფიციარებს დაერიცხებათ ყოველთვიური ქირის თანხის, ნაწილობრივ ან სრულად დასაფარად. არაოფიციალური ინფორმაციით, ბაზა თებერვლის შუა რიცხვებში ან მაქსიმუმ მარტის დასაწყისამდე უნდა გაიხსნას.

საბერძნეთის მოსახლეობის ნაწილს, რომელიც ამ დროისთვის ქირით ცხოვრობს, შეადგენენ ემიგრანტებიც. მთავრობა გასცემს 410 მილიონ ევროს, რომელიც განაწილდება თითოეულ ოჯახსა თუ მოსახლეზე, იმის მიხედვით, თუ რამდენად აკმაყოფილებს დახმარების აღების კრიტერიუმებს.

თანხა, რომელსაც ყოველთვიურად მიიღებთ, 70-დან 210 ევრომდე მერყეობს. აღნიშნული დახმარება გაწერილია დაახლოებით 300, 000 მოსახლეზე.

იმას, თუ რამდენ ევროს მიიღებთ, გაარკვევთ მას შემდეგ, როცა ზემოთ აღნიშნულ ვადებში შეავსებთ განაცხადს, თუმცა, ცნობილია კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მთავრობა იხელმძღვანელებს:

ერთ სულზე გაწერილია თვეში 70 ევრო.

ოჯახის ორ ზრდასრულ წევრზე გაწერილია თვეში 105 ევრო.

სამწევრიანი ოჯახისთვის ან ოჯახისთვის, სადაც მხოლოდ ერთი მშობელია და ერთი ბავშვი თვეში 140 ევრო.

ოთხწევრიანი ოჯახისთვის ან ოჯახისთვის, სადაც ერთი მშობელი და ორი ბავშვია 175 ევრო.

ოჯახისთვის, სადაც ერთი მშობელი და სამი ბავშვია, თვეში 210 ევრო.

განაცხადის შესავსებად, გირჩევთ, მიმართოთ პირად ბუღალტერს, ვინაიდან, დახმარების მიღების კრიტერიუმები ასევე განისაზღვრება თქვენი შემოსავლისა და საცხოვრებლის ტიპის მიხედვით.

onalem

ტესტ