fbpx
ეკონომიკა

“ხელფასი საბერძნეთში დასაქმებულ ყველა პირს გაეზრდება, განურჩევლად ასაკისა” – შრომის მინისტრი

შრომის მინისტრმა ეფი ახციოღლუმ “Έθνος της Κυριακής”-სთან საუბრისას განაცხადა, რომ თებერვლიდან, ექსპერტების მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, საბერძნეთში ლეგალურად დასაქმებულ ყველა პირს ხელფასი 5%-დან 10%-მდე უნდა გაეზარდოს.

მნიშვნელოვანია, რომ საუბარი იყო ასაკობრივ დაყოფაზე, რომლის მიხედვითაც მომუშავეების ხელფასის მატება განისაზღვრებოდა, თუმცა, მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 5%-დან 10%-მდე მატება შეეხება ყველა დასაქმებულს, განურჩევლად ასაკისა.

როგორც “Δημοκρατία” იტყობინება, საბერძნეთში ლეგალურად დასაქმებული პირის მინიმალური ხელფასი 50 ევროთი მაინც გაიზრდება და მინიმუმ 630 ევრო უნდა იყოს.

ნახევარ მილიონამდე (400,000) დასაქმებული თებერვალში საკუთარ ხელფასს გაზრდილი რაოდენობით მიიღებს. კერძოდ კი, ეს ეხება 200,000 ადამიანს, რომელთა ხელფასიც 500-დან 600 ევრომდეა. და კიდევ 200, 000 ადამიანს, რომელთა ანაზღაურებაც დამოკიდებულია მათ სამუშაო გრაფიკზე, ანუ ისინი, ვინც ნახევარ განაკვეთზე მუშაობენ.

საერთო ჯამში, ხელფასი მინიმუმ 50 ევროთი გაეზრდებათ მათ, ვინც 25 წელს ზემოთ არიან, ხოლო 25 წლამდე დასაქმებულ პირებს 120 ევრო მოემატებათ, რათა აღნიშნული მინიმალური მაჩვენებელი 630 ევრომდე ავიდეს.

გადაწყვეტილებას ხელი 15 იანვრის შემდეგ მოეწერება, ხოლო ძალაში თებერვლის 1-ლში შევა.

 

onalem

ტესტ