fbpx
საზოგადოება

მნიშვნელოვანი ცვლილებები ათენის მეტროში – მგზავრობის დამატებითი, კომფორტული საშუალება

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ტროლეიბუსებში, მეტროებსა და ავტობუსებში 2020 წლიდან ამოქმედდება. ეს არ იქნება სავალდებულო, არამედ, უბრალოდ, კიდევ ერთი შანსი მოსახლეობისთვის, რომ გაიმარტივოს მგზავრობის პროცედურა.

რაზეა საუბარი?!

დღეს თითოეული მოქალაქე საზოგადოებრივ ტრანსპორტში იყენებს ან ელექტრონულ ბარათს ან ბილეთს, რომელთა გარეშეც მეტროში გავლა შესაძლებელი არ არის. ცხადია, ეს ეხება ავტობუსებსა და ტროლეიბუსებსაც. თუმცა, ახალი რეფორმის მიხედვით, 2020 წლიდან მოსახლეობას შეეძლება, რომ ტრანსპორტში ასვლისას გამოიყენოს თავისი საბანკო ბარათი, ნაცვლად ბილეთის ან ელ. ბარათისა.

ასეთი სისტემის მაგალითი გვაქვს ლონდონში, სადაც ტრანსპორტში მგზავრობის გადასახადს პირდაპირ იხდიან საბანკო ბარათიდან.

ანუ, როდესაც ავტობუსში ახვალთ, ან მეტროში ჩახვალთ, შეძლებთ გაატაროთ თქვენი ბანკის ბარათი და იქიდან ჩამოგეჭრებათ მგზავრობის საფასური, ამ შემთხვევაში 1.40 ევრო.

მეტროსადგურებში ასევე დამონტაჟდება საერთო ჯამში 100 ახალი აპარატი, რომელთა საშუალებითაც მოსახლეობა ბილეთების შეძენას შეძლებს და განსხვავება იქნება ის, რომ ხურდის დაბრუნება აპარატს შეეძლება ქაღალდის ფულის სახითაც (ამ დროისთვის მხოლოდ მონეტებს იძლევა).

მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება არის ის, რომ პირად სამგზავრო ბარათზე ჩარიცხვა შესაძლებელი იქნება ტელეფონის საშუალებით, სადაც ჩამოტვირთავთ აპლიკაციას და ავტომატურად გადაიხდით თქვენი საბანკო ანგარიშიდან. ასევე, თვიური ბალანსის ჩარიცხვა მოხდება ვებ-გვერდიდანაც, athenacard.gr. (დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი).

გარდა ამისა, დაემატება 12 ახალი ტერმინალი, სადაც ბარათებს აიღებენ, ისინი, ვისაც ამ დრომდე ამ მომსახურებით არ უსარგებლია და მხოლოდ ბილეთებით მგზავრობენ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილის საშუალებით საგრძნობლად შემცირდება რიგები და მგზავრი დაზოგავს დროს, რომელსაც ბარათის დატვირთვის ან ბილეთის შეძენის მცდელობისას კარგავს.

onalem

ტესტ