fbpx
პოლიტიკა

მიცოტაკი ემიგრანტებზე: “საბერძნეთი არ არის ადგილი, სადაც როცა გინდათ შემოხვალთ, საზღვრები კონტროლდება!”

“საბერძნეთი არ არის ადგილი, სადაც როცა გინდათ შემოხვალთ და როცა გინდათ გახვალთ, საზღვრები კონტროლდება,” ასე უპასუხა საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ, ფოფი გენიმატას მიერ დასმულ კითხვას იმიგრაციის საკითხთან დაკავშირებით.

“სიტუაცია ბევრად რთულდება, რადგან ადრე მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების საფუძველზე, მიგრაციის ტალღები ნამდვილ შტორმად იქცა. ჩვენ არ შეგვიძლია ყოფილი მთავრობის უპასუხისმგებლობებზე საუბრით დროის კარგვა, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ავიღოთ ჩვენი პასუხისმგებლობები და დავეყრდნოთ თქვენს დახმარებას.

მთავარი პრობლემა არ არის თურქეთში, პრობლემა ევროპულია და ამ ყველაფერს სჭირდება ეროვნული პოლიტიკა, რომ გავუმკლავდეთ მიგრანტების ნაკადს. ჩვენი პოლიტიკა განსხვავებულია “სირიზას” პოლიტიკისგან, თუმცა, დარწმუნებული არ ვართ, რომ პრობლემა მოგვარდება. საბერძნეთს აქვს თავისი ძლიერი მხარეები, თუმცა, ეს არ არის ვენახი, ადგილი, სადაც როცა გინდათ შემოხვალთ და როცა გინდათ, გახვალთ. ამ ყველაფერს ბოლო მოეღო. ახალი პოლიტიკა გულისხმობს უმკაცრეს კონტროლს საზღვრებზე და მასპინძელ დაწესებულებებს, სადაც მიგრანტები განთავსდებიან.”

onalem

ტესტ