fbpx
კრიმინალი

გარდაცვლილი მოდელის მშობლების განცხადება: “მან ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე დაგვირეკა, იგი ტიროდა”

20 წლის ავსტრალიელი ინსტაგრამ მოდელის, სინედ მაკნამარას მშობლები ინტენსიურად ეძებენ საკუთარი ქალიშვილის სიკვდილის მიზეზს; გოგონა კუნძულ კეფალონიასთან, მდიდრულ იახტაზე, საიდუმლო ვითარებაში გარდაიცვალა. ისინი აცხადებენ, რომ ქალიშვილმა ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე დაურეკა მათ, იგი აღელვებული იყო და ტიროდა.

 გოგონას ოჯახი სასოწარკვეთილია. მშობლები  მოითხოვენ, რომ საბერძნეთის მთავრობამ საქმის კურსში ჩააყენოს ისინი გამოძიების მსვლელობასთან დაკავშირებით.

ბერძენი ადვოკატის მეშვეობით, გოგონას მშობლებმა გვიან ღამით განაცხადეს, რომ სინედმა ცოტა ხნით ადრე, სანამ მას ჩამომხრჩვალს იპოვიდნენ იახტის უკანა ნაწილში, დედას და ძმას დაურეკა.  მათთან საუბრის დროს გოგონა ტიროდა.

“იგი საუბრობდა მათთან რაღაც ინციდენტზე, იახტის ეკიპაჟის ერთ-ერთ სხვა წევრთან”_ თქვა გოგონას მშობლების ადვოკატმა თავის განცხადებაში.

ცნობილია, რომ სინედი მუშაობდა იახტაზე, რომელიც მექსიკელი მილიარდელის ალბერტო ბაილერის კუთვნილებას წარმოადგენს.

გოგონას მშობლები,მათი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით აცხადებენ, რომ თავიანთ შვილს არასდროს შექმნია რაიმე სახის პრობლემა იახტაზე მუშაობისას და მუდივ კავშირში იმყოფებოდა მათთან.

ბუნებრივია, რომ სინედის მშობლები, თავიანთი ადვოკატის მეშვეობით, საბერძნეთის ხელისუფლებისგან ითხოვენ ზუსტ ცოდნას იმისას, თურა მოხდა იახტაზე სინამდვილეში.

მედიის საშუალებით საბერძნეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ ინციდენტის ადგილიდან ამოღებულია კამერის ჩანაწერები.

გთავაზობთ გოგონას ოჯახის ადვოკატის განცხადებას: “გამოძიების კონტექსტში,რომელშიც გამოსაკვლევი და დასადგენია ის მიზეზები და გარემოებები, რამაც გამოიწვია სინედ მაკნამარას გარდაცვალება, მე, როგორც მისი მშობლების ადვოკატი, ვაცხადებ, რომ ოჯახი საბერძნეთის ხელისუფლებისგან ელის შესაბამის რეაგირებას და იმ მოვლენების სრულ გამოძიებას, რაც იახტაზე უშუალოდ ინციდენტამდე მოხდა, იმის გათვალისწინებით, რომ გარდაცვლილი ცოტა ხნით ადრე დაუკავშირდა დედას და ძმას. იგი ტიროდა და იხსენიებდა იახტის ეკიპაჟის სხვა წევრთან მომხდარ ინციდენტს.

მშობლებმა, ასევე განაცხადეს, რომ სინედს არანაირი პრობლემა არ ჰქონია, ხშირად ესაუბრებოდა მათ და ბედნიერი იყო. 2 დღის შემდეგ, იგი ავსტრალიაში უნდა დაბრუნებულიყო თავის ოჯახთან და მეგობრებთან.

ამ მიზეზის გამო, ოჯახი მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს, გულმოდგინედ იქნას გამოძიებული როგორც სიკვდილის გამომწვევი მიზეზები, ასევე ის მოვლენები,რომლებიც წინ უძღოდა ინციდენტს, რამაც 20 წლის გოგონას გარდაცვალება გამოიწვია.

გარდა ამისა, ოჯახი ეძებს მიზეზს, რატომ შეფერხდა ხანგრძლივი დროით გოგონას ათენის საავადმყოფოში გადაყვანა, მაშინ როდესაც იგი უკვე რამოდენიმე საათი უგონო მდგომარეობაში იყო და ლოგიკურია, კომაში მყოფისთვის ყოველი წამი გადამწყვეტი იქნებოდა.

გამოხატავენ რა თავიანთ ნდობას საბერძნეთის ხელსუფლებისადმი, ოჯახი იმედოვნებს, რომ ყველა ზემოთაღნიშნული საკითხი ამომწურავად იქნება შესწავლილი და რომ ისინი მიიღებენ შესაბამის პასუხს თავიანთი ქალიშვილის მოულოდნელ გარდაცვალებასთან დაკავშირებით,” _დასძინა ადვოკატმა თავის განცხადებაში.

ცნობილია, რომ გოგონას პოვნის შემდგომ იახტის ბორტზევე იყო მცდელობები გონზე მოეყვანათ იგი, თუმცა უშედეგოდ. ამის მერე გადაიყვანეს კეფალონიის საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, იქამდე, სანამ ვერტმფრენი ათენის კერძო კლინიკაში გადაიყვანდა.

გოგონა სწორედ ამ ფრენის დროს გარდაიცვალა.

 

 

 

 

onalem

ტესტ