fbpx
კრიმინალი

გამოძიების შოკისმომგვრელი აღმოჩენა: 35 წლის ეფი გეგმავდა, როგორ დასხმოდა თავს, კიდევ ერთხელ, უკვე საავადმყოფოში მყოფ იოანას

ბერძნული მედია შოკისმომგვრელი დეტალების შესახებ იუწყება, რომელიც გასულ გაზაფხულზე მომხდარ მჟავით თავდასხმას უკავშირდება. დანაშაულისთვის, რომელმაც მთელი საბერძნეთი შეძრა და ახალგაზრდა ქალის, იოანას ცხოვრება, ფაქტობრივად, გაანადგურა, დაკავებულია 35 წლის ეფი, რომელსაც ის ახლოს არც კი იცნობდა.

რაზეა საუბარი?!

ირკვევა, რომ დაკავებული არა მხოლოდ არ ნანობს დანაშაულს, არამედ ის მოგვიანებით გეგმავდა, თუ როგორ დასხმოდა თავს, კიდევ ერთხელ, საავადმყოფოში მწოლიარე იოანას, რომელსაც სახის 93% აქვს დამწვარი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ეფი ცდილობდა ვინმესთვის დაევალებინა იოანაზე თავდასხმა და მის კომპიუტერში იპოვეს მასალა, რომლის მიხედვითაც, მას ბენგალურ ენაზე ჰქონდა ნათარგმნი შემდეგი წინადადება: “მოგცემ ერთ ჭიქა სითხეს, რომ მას შეასხა”. არსებობს ოთხი სავარაუდო ეჭვმიტანილი, რომელთანაც ის ინტერნეტის საშუალებით კონტაქტობდა, ერთი ქალი და სამი მამაკაცი.

იოანას ოჯახის ადვოკატი, აპოსტოლოს ლიტრასი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც ეფიმ იოანას სახეში დიდი რაოდენობის მჟავა შეასხა და ის საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში მოათავსეს, ეძებდა გზებს, თუ როგორ დასხმოდა კიდევ ერთხელ თავს უკვე რეანიმაციულ განყოფილებაში მწოლიარე ქალს და მოეკლა ის. ამაზე მიუთითებს სწორედ მის ლეპტოპში არსებული ინფორმაცია.

34 წლის იოანას უკვე მრავალი ოპერაცია ჩაუტარდა და მისი სახის 93% განადგურებულია. ექიმებმა საბედნიეროდ, შეძლეს, რომ მისთვის მხედველობა შეენარჩუნებინათ.

 

 

onalem

ტესტ