fbpx
საზოგადოება

3.000 ევრო და 3 თვიანი პირობითი პატიმრობა 24 წლის ბერძენს, რომელიც საკუთარ მეგობარს სახლის საწყობში თმას ჭრიდა

გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოსში დააკავეს 24 წლის სტილისტი, რომელიც საკუთარ მეგობარს სახლის საწყობში თმას ჭრიდა. ირკვევა, რომ პოლიცია მას სწორედ იმ დროს დაადა თავს, როდესაც საქმეს მალულად ასრულებდა.

არსებული ცნობებით, მას 3.000 ევროიანი ჯარიმა გამოუწერეს, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომების დარღვევისთვის. თუმცა, მხოლოდ პირობით პატიმრობა შეუფარდეს, 3 თვის ვადით, ვინაიდან სასამართლომ გაითვალისწინა მისი ასაკი და წარსულში პატიოსანი შრომის ფაქტორი.

თავად ახალგაზრდა სტილისმა განაცხადა, რომ საწყობი, სადაც მეგობარს ჭრიდა თმას, ოჯახის ავტოფარეხად გამოიყენებოდა, თუმცა, შემდეგ გადააკეთეს და იქ მეგობრები იკრიბებოდნენ, სხვადასხვა სამაგიდო თამაშების სათამაშოდ.

onalem

ტესტ