fbpx
საზოგადოება

“გადაადგილება უნდა აიკრძალოს 20:00 საათიდან, ვერ გადავურჩებით სრულ კარანტინს” – რა ზომების მიღებას ითხოვს თესალონიკის მერი?!

თესალონიკის მერი, კონსტანტინოს ზერვა, დაჟინებით ითხოვს, რომ კირიაკოს მიცოტაკიმ და ექსპერტებმა, მოლაპარაკებების შედეგად, ზომები გაამკაცრონ. რას გულისხმობს ზერვა?!

თესალონიკში მხოლოდ შაბათ-კვირას კორონავირუსით ინფიცირების 1.300 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დიდი ზეწოლაა ჯანდაცვის სისტემაზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მასშტაბური კარანტინის გამოცხადების შანსს.

ზერვასი ითხოვს ორი კონკრეტული ზომის მიღებას:

  • მოსახლეობას გადაადგილება უნდა აეკრძალოს საღამოს 20:00-21:00 საათიდან.
  • გადაადგილება აკრძალული უნდა იყოს მუნიციპალიტეტებს შორისაც.

“თუ ამ ზომებს არ მივიღებთ, ვერ გადავურჩებით საერთო კარანტინს. ომში ვართ და აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ დავიპირისპირდებით ამ ყველაფერს. გვაქვს შეთავაზება, რომ აიკრძალოს გადაადგილება 20:00 ან 21:00 საათის შემდეგ, ეს არ არის უნივერსალური კარანტინი, არ იქნება საჭირო SMS-ის გაგზავნა მოძრაობისთვის. მაღაზიები და სხვადასხვა მომსახურების ცენტრები ღია იქნება.

უნდა აღვნიშნო ისიც, რომ უნდა ვაკონტროლოთ სანაპიროებსა და სკვერებში ხალხის რაოდენობა. გარედან 3-4-ჯერ მეტ ნაგავს ვაგროვებთ, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა,” ამბობს ზერვა.

 

 

 

onalem

ტესტ