fbpx
საზოგადოება

“ერთი საბუთისთვის 10 დღეა ვიცდი” – მამაკაცმა IKA-ს შენობაში მინები ჩაამსხვრია

თვითმხილველები ბერძნული ბიუროკრატიის გამო გაცხარებულ მამაკაცს აღწერენ, რომელმაც ირგვლივ ყველაფრის დაზიანება სცადა, რაც კი ხელში მოხვდა. ჩამსხვრეულია IKA-ს ოფისის მინები.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი უეცრად წყობიდან გამოვიდა, თითქოს გონება გადაუტრიალდა და განწირული ხმით ყვიროდა, რომ ათი დღის მანძილზე მხოლოდ ერთი ფურცლის გამო ალოდინებდნენ.

სიტუაცია იმდენად იყო დაძაბული, რომ თანამშრომლებმა მუშაობა შეწყვიდეს, ოთახები ჩაკეტეს და პოლიცია გამოიძახეს. ისინი აცხადებდნენ, რომ ვიდრე ოფიცრები ადგილზე არ მივიდოდნენ, მუშაობას არ გააგრძელებდნენ.

onalem

ტესტ