fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა მამაკაცმა 12.000 ევრო გადარიცხა უცნობ ანგარიშებზე, რადგან დაჰპირდნენ, რომ სოციალურ ქსელში ცნობილი გახდებოდა

გავრცელებული ინფორმაციით, ინტერნეტ დანაშაულის მსხვერპლი გახდა 29 წლის მამაკაცი, ირაკლიოდან, რომელსაც სოციალურ ქსელში, კერძოდ, ინსტაგრამზე, ჰქონდა ანგარიში და მიმდინარე წლის ზაფხულში მიიღო შეტყობინება, შეთავაზებით, რომ გამომწერების რაოდენობა გაეზარდა და სოციალური ქსელის ვარსკვლავი გამხდარიყო. ცხადია, ეს ავტომატურად ნიშნავდა იმასაც, რომ მოგებასაც ნახავდა, სხვადასხვა პროდუქტების დარეკლამებით, როდესაც ცნობილი გახდებოდა.

შეტყობინებებში, რომელსაც ის იღებდა, სთხოვდნენ, რომ უცხოური ბანკების სხვადასხვა ანგარიშებზე თანხა გადაეგზავნა, გამომწერების რაოდენობის გაზრდის მიზნით. მან დაუფიქრებლად და ეჭვის შეტანის გარეშე განახორციელა გადარიცხვები, 24 ივლისიდან 16 აგვისტოს ჩათვლით და ჯამში გადარიცხული თანხის რაოდენობა 12.650 ევროა.

ცხადია, თითოეული ევრო, რომელიც მან გადარიცხა, დაკარგულია, რადგან შეტყობინებები თაღლითობა იყო და მას შემდეგ გამომწერთა რიცხვი არ გაზრდია. როდესაც ამ ყველაფერს მიხვდა, ახალგაზრდამ პოლიციაში იჩივლა, რომელიც ამჟამად გამოძიებას აწარმოებს.

onalem

ტესტ