fbpx
კრიმინალი

“ათენის მოსახლეობა უნდა გაფრთხილდეს, ეს ძარცვის ახალი მეთოდია” – რის შესახებ საუბრობს პოლიცია?!

ბერძნული მედია და პოლიცია ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ათენის მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. საუბარია ძარცვის ახალ მეთოდზე, რომელიც, სავარაუდოდ, ალბანურმა დაჯგუფებებმა შეიმუშავეს და მსხვერპლი უკვე არის. რამდენიმე ალბანელმა 17 წლის ბერძენი ბიჭი გაიტაცა და მას შემდეგ, რაც ყველაფერი წაართვეს, ათქმევინეს საკუთარი სახლის მისამართი და შემდეგ მის ოჯახს დაესხნენ თავს.

ოჯახი პაგრატზე ცხოვრობს. ჟურნალისტებთან ისაუბრა მისმა მამამ და აღწერა, როგორ ჩასვეს მანქანაში მისი 17 წლის ვაჟი, როცა ზოგრაფუდან ავტობუსის აყვანას და სახლში დაბრუნებას ცდილობდა. ალბანელებმა ის მანქანის საბარგულში ჩასვეს და პანეპისტიმიუპოლის ტერიტორიაზე წაიყვანეს.

მოგეხსენებათ, რომ აქ ხშირად ხდება მსგავსი დანაშაულები, რადგან ხალხი არ მოძრაობს. ბიჭს წაართვეს გასაღები, ფული, ტელეფონი და ყველაზე მთავარი, სახლის მისამართი.

მამაკაცი აცხადებს, რომ ეს ძარცვის ახალი მეთოდია. ბიჭი ამ მდგომარეობაში ორი საათის მანძილზე მაინც ჰყავდათ, შემდეგ მანქანით სახლში შესაჭრელად წავიდნენ.

მას შემდეგ, რაც ბიჭმა სახლში დაბრუნება დააგვიანა, მშობლები ანერვიულდნენ და სწორედ ამ მომენტში მივიდნენ მძარცველებიც იქ. 17 წლის ბიჭის დედამ დაინახა ისინი და საშველად მეუღლეს უხმო, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მამაკაცის თქმით, არსებობს გენეტიკური მასალა, რომელიც მათ მასთან ჩხუბისას დატოვეს.

საბერძნეთის პოლიცია ათენის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

იხილეთ რეპორტაჟი:

onalem

ტესტ