fbpx
საბერძნეთი

ათენელები სანაპიროებზე – ტემპერატურამ 23 გრადუსს მიაღწია (ფოტოები)

დღევანდელი ამინდის ფონზე ათენელებმა სანაპიროებს მიაშურეს და იქ შექმნილი ვითარება ნამდვილად ზაფხულს გაგახსენებდათ. ვინაიდან ჰაერი 23 გრადუსამდე გათბა, არც თუ ისე ცუდი იდეა იყო, სანაპიროებზე გასვლა და ზღვაში ბანაობა.

როგორც ჩანს, ალიმოს, ვულიაღმენისა და ფლისვოს მოსახლეობას ზაფხულამდე ლოდინი არ შეუძლია და ზღვაზე ახლავე გავიდა, როგორც კი ტემპერატურამ მოიმატა. სანაპიროებზე დღეს ბევრი ხალხი იყო, ზოგი ბანაობდა, ზოგი კი, უბრალოდ მზეს ეფიცხებოდა და სეირნობდა.

დღეს ამ ყველაფრისთვის ნამდვილად კარგი შანსი იყო, რადგან ხვალიდან, როგორც სინპტიკოსები იუწყებიან, კვლავ ნალექი გველის.

onalem

ტესტ