fbpx
პოზიტივისაზოგადოება

პანოს მუზურაკი და მარილუ კოზარი ქორწინდებიან – ცერემონია კუნძულ ეგინაზე შედგება

ცნობილი მომღერალი, პანოს მუზურაკი და ფარმაცევტი, მარილუ კოზარი სულ მალე დაქორწინდებიან. ამის შესახებ ბერძნული ჟურნალი იუწყება.

როგორც ჩანს, წყვილი მანამდე აპირებს დაქორწინებას, ვიდრე პირველი შვილი შეეძინება, ვინაიდან მარილუ ფეხმძიმედ არის და რამდენიმე თვეში ამ ქვეყანას მათი პირველი შვილი მოევლინება.

მუზურაკი ყოველთვის თავს იკავებდა პირად ცხოვრებაზე საუბრისგან და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს მისი მეორე ნახევრის ფოტოების გავრცელებამ მისი სერიოზული გაღიწიანება გამოიწვია. მუზურაკიმ მედიასთან ისიც თქვა, რომ ვინაიდან მარილუს პროფილი სოციალურ ქსელში პირადია და არა საჯარო, მისი ფოტოების გასაჯაროვება არ არის სწორი, შესაბამისად, აპირებს, რომ კანონის ძალით იმოქმედოს.

რაც შეეხება მათ საქორწინო ცერემონიას, როგორც ცნობილი გახდა, კუნძულ ეგინაზე გაიმართება.

onalem

ტესტ