fbpx
საზოგადოება

“არ ვიყოლიებ შვილს იმის დასამტკიცებლად, რომ ერთ გეის შეუძლია ბავშვი მარტოს ჰყავდეს” – ნიკოს მუცინას

ცნობილმა ტელეწამყვანმა, ნიკოს მუცინამ Vogue Greece-სთან ინტერვიუში საკუთარ თავსა და ბავშვზე ისაუბრა, რომელიც უნდა რომ იყოლიოს, მაგრამ როგორც განმარტავს, არ უნდა, რომ ამ ყველაფერში სხვა ადამიანიც მონაწილეობდეს.

“შვილი მინდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამ საკითხმა ხუთასი ფილტრი გაიარა. ბავშვს მხოლოდ მე ვიყოლიებდი, არ მინდა პარტნიორი. ეს ძალიან პირადი გადაწყვეტილებაა და არ მინდა ვინმესთან ერთად მივიღო, არავის ვრევ ამ თემაში. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც თუ მივიღებ, არ მივიღებ იმისთვის, რომ დავამტკიცო, რომ ერთ გეის შეუძლია ბავშვი მარტომ იყოლიოს. 

7 წელი გავდიოდი ფსიქოთერაპიას, რომ შემძლებოდა მარტო დავრჩენილიყავი. ადრე არ შემეძლო მარტოობა, ერთი წუთითაც კი. როდესაც ერთ ურთიერთობას ვასრულებდი, მაშინვე მეორე უნდა დამეწყო. ჩემს სახლში მარტო ძილიც კი არ შემეძლო,” ამბობს მუცინა.

იხილეთ სიუჟეტი:

onalem

ტესტ