ათენი: დაკავების იზოლატორიდან 6 უცხოელი პატიმარი გაიქცა
ბერძნული მედიის ცნობით, ათენში, პეტრუ რალის ქუჩაზე მდებარე უცხოელთა დაკავების იზოლატორიდან პატიმრები გაიქცნენ.
არსებული ინფორმაციით, გამთენიის 05:30 საათზე ექვსმა პატიმარმა შენობის მეორე სართულიდან გაქცევა მოახერხა. მოგვიანებით, მათგან მხოლოდ ერთის დაკავება მოხერხდა.
პატიმრები ალჟირის, მაროკოს და სირიის მოქალაქეები არიან.
პოლიცია დანარჩენი ხუთის ადგილსამყოფელის დასადგენად მუშაობს.