თესალონიკში ქალაქის ავტობუსები ერთმანეთს დაეჯახა: არიან დაშავებულები
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს თესალონიკში უბედური შემთხვევა მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთმანეთს ΟΑΣΘ-ის ორი ავტობუსი დაეჯახა.
დილის საათებში მიხანიონას-თესალონიკის გზაზე მიმავალი ავტობუსი მეორე ავტობუსს დაეჯახა, რომელიც გაჩერებული იყო.
ინციდენტის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
მგზავრთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.