fbpx
საზოგადოება

კრეტა: 6 წლის ბავშვი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა

კუნძული შეძრა დღეს გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც მშობლებმა 6 წლის ბიჭი კლინიკაში პულსის გარეშე გადაიყვანეს და რამდენიმე ხანში გარდაიცვალა.

ინციდენტი დღეს, 29 ივნისს, იერაპეტრაში მოხდა.

კერძოდ, ბიჭს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და იმ დროისთვის, როცა მშობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, პულსი უკვე აღარ აღენიშნებოდა.

თავდაპირველად ისინი კერძო პედიატრთან მივიდნენ, თუმცა, მან ურჩია, სასწრაფოდ საავადმყოფოში წაულიყვნენ, რადგან მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ბავშვი გონებაზე მოეყვანათ. თუმცა, საბოლოოდ 6 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

სიკვდილის ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. მისი ცხედარი ირაკლიოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაასვენეს.

onalem

ტესტ