ხვალ: ათენი ტროლეიბუსების გარეშე!
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 25 აპრილს, ათენში ტროლეიბუსის მძღოლები ხუთი საათით გაიფიცებიან.
მიზეზი დაგეგმილი საერთო კრებაა, რომელშიც მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ.
ამრიგად, ტროლეიბუსები არ იმოძრავაბენ 12:00 საათიდან 17:00 საათამდე.
სხვა დანარჩენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს ჩვეულებრივ რეჟიმში.