მიხეილ სააკაშვილი უახლოეს საათებში ერევანში ჩასვლას გეგმავს
“2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უახლოეს საათებში ერევანში გამგზავრებას გეგმავს. სააგენტოს ინფორმაციით, მას აქვს კონტაქტი სომხეთის ოპოზიციურ ლიდერებთან. ლიდერის გადაწყვეტილებაზე ენმ-ს ლიდერები მსჯელობენ.
გამოაგრძელებს თუ არა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გზას სომხეთიდან საქართველომდე, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსნებთ, დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან გადადგა.
ერევანში, პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები 11 დღეა, იმართება.