პოპი ცაპანიდუ: “ყველას ეგონა, რომ სამი შვილით ბევრს ვერაფერს მივაღწევდი”
“მათთვის რომ მომესმინა, არ გავხდებოდი ის, ვინც დღეს ვარ. არც ჩემი საყვარელი ოჯახი მეყოლებოდა.”
პირადი აღიარებითა და ძველი სურათით ცნობილმა ჟურნალისტმა ქალთა დღეს სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.
“აქ ჩემი შვილის მეორე დაბადების დღეა და მე ტყუპებზე ვარ ფეხმძიმედ. ყველა ეჭვის თვალით მიყურებს, როგორ უნდა გავაკეთო ეს ყველაფერი.
ყველა მეუბნებოდა, რომ როგორც ქალი, რომლსაც სამი შვილი ჰყავდა, ვერ გავიკეთებდი ჟურნალისტიკაში კარიერას, რომელზეც ვოცნებობდი.
მე მათ ვუთხარი: “მიყურეთ!””
ცაპანიდუ საუბრობს იმ დროზე, როდესაც სამი შვილის გაზრდა უწევდა და ამავე დროს ჰქონდა ამბიცია, არ მიეტოვებინა თავისი საქმე.
“არ იდარდოთ იმაზე, რას ამბობენ სხვები. არ მოუსმინოთ, როდესაც გიწესებენ საზღვრებს. მხოლოდ და მხოლოდ შენ იცი ვინ ხარ შენ და რა შეგიძლია გააკეთო.”