თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად კესარია აბრამიძე განიხილება
სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერობის არჩევნებში კესარია აბრამიძე აპირებს მონაწილეობის მიღებას.
დეტალების გასარკვევად ერთ-ერთი მედია საშუალება კესარიას დაუკავშირდა:
– ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის მერობისთვის აპირებ ბრძოლას. ნამდვილად ასეა?
– ჯერჯერობით, პრესასთან არ განვიხილავ ამ თემას და არ მინდა კომენტარის გაკეთება.
– ანუ არც უარყოფ, არც ადასტურებ?
_ დიახ.
– ისე, მართლა რომ გახდე თბილისის მერი, რას შეცვლიდი დედაქალაქში და პირველად რას გააკეთებდი?
– პირველ რიგში, ველობილიკებს გავაკეთებდი და ველო-სპორტის განვითარებას შევუწყობდი ხელს, რათა ქალაქის გზები მანქანებისგან განიტვირთოს.