კვიპროსზე 18 პოცენციური ტერორისტი დააკავეს
კვიპროსს მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობა აქვს მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებისა და დაცვის სამსახურებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივმა მდივანმა განაცხადა, რომ მათ 18-მდე ე.წ. ”უცხოელი მებრძოლი” დააკავეს და თავიანთ ქვეყნებში დააბრუნეს. ისინი კუნძულზე დიდი ხნის წინ ჩავიდნენ და ცდილობდნენ თურქეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეეღწიათ, ხოლო იქიდან სირიაში გადასულიყვნენ, სადაც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს შეუერთდებოდნენ.
სამინისტროს მდივანმა აღნიშნა, რომ ბევრი ქვეყანა, ისევე როგორც კვიპროსი, აქტიურად მუშაობს ტერორისტული ქმედებების თავიდან ასაცილებლად ევროპულ და სხვა ქალაქებში. უახლოეს წარსულში 50-მდე ტერაქტის პრევენცია მოხდა.