fbpx
ემიგრაციული სიახლეებიკრიმინალი

ქართველი ემიგრანტის მკვლელობის დეტალები: უკანონოდ გაკეთებული ოპერაცია

36 წლის ქართველი ემიგრანტის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც უკვე იცით, ქირურგი აღიარებს, რომ დიანა ბერიძე თესალონიკში იპოკრატიოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექსპერტების დასკვნით, მან მოითხოვა პასუხისმგებელი პირი, რომელიც პაციენტის ოპერაციას უხელმძღვანელებდა. მას აღნიშნული ჰქონდა, რომ ქალი ვასკულარული სისტემის პაციენტებში უნდა ჩაეწერათ.

შედეგად, წინასწარი გამოძიებით ცნობილია, რომ 16:45 წუთზე ეჭვმიტანილმა ქირურგმა მედდას თხოვნით მიმართა გასაღები და სისხლის ორი პაკეტი მიეცა, უმნიშვნელო ოპერაციისთვის. მას ასევე უთხრა, რომ მისი დახმარება საჭირო არ იყო. როდესაც მედდა საოპერაციო ოთახში სისხლის პაკეტებით დაბრუნდა, მან სხვა ექიმიც დაინახა, რომელსაც მაშები ეჭირა და მწოლიარე პაციენტს რაღაცას უკეთებდა. (აღნიშნული ექიმის შესახებ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცი) მეორე მხარეს იდგა 38 წლის ქირურგი.

ოპერაციის დასრულების შემდგომ, ოთახის გასაღები მედდისთვის არ დაუბრუნებიათ. მან ის კარზე იპოვა დაახლოებით საღამოს 8 საათზე. ოთახში ყველაფერი გაწმენდილი იყო.

ქირურგს არ უთხოვია სმენიდან გათავისუფლების ნებართვა. მსგავსი სახის ქმედებები მისთვის ადრეც შეუნიშნავთ, რის გამოც საყვედურებს იღებდა. ჩნდება კითხვა, რატომ არავინ დაინტერესდა, თუ სად გაქრა ქირურგი საკუთარი მორიგეობის საათებში?

ახლა დამნაშავე ამბობს, რომ ყველაფერი სამედიცინო შეცდომის მიზეზი იყო, ხოლო საავადმყოფოს ხელმძღვანელობა ხაზს უსვამს, რომ არცერთი სამედიცინო პროცედურა არ ხორციელდება მარტო ერთი ექიმისა თუ ქირურგის ხელმძღვანელობით.

დამნაშავემ პირველ ჩვენებაში განაცხადა, რომ დიანა ბერიძე იმ დღეს არც კი უნახავს და საერთოდ არ გამოცხადებულა შეხვედრაზე. ის ასევე ამბობდა, რომ მისთვის მკვლელობის დაბრალება უნდოდათ და გარდაცვლილის მეუღლეზე მიუთითებდა.

ახლა კი, მისი პოზიცია სრულიად შეიცვალა და თქვა, რომ პაციენტი საოპერაციო მაგიდაზე ”დარჩა”. გარდაცვლილის სხეულში აღმოაჩინეს ნივთიერება პროპოფოლი. ეს არის ნარკოტიკი, რომელიც 80-100-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე 100%-ით სუფთა ჰეროინი. აღნიშნული ნივთიერებები აღმოჩნდა სისხლსა და შარდში.

onalem

ტესტ