fbpx
საზოგადოება

27 წლის ბერძენი გოგო ორსულობას მალავდა, ბავშვი გააჩინა და სანაპიროზე დატოვა

მთელი საბერძნეთი შეძრა გუშინ პატრასის სანაპიროზე ნაპოვნი ჩვილის ამბავმა, რომელიც სულ რამდენიმე საათის დაბადებული იყო, როდესაც მისმა 27 წლის დედამ სამშობიარო დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ბერძენია და ორსულობას საიდუმლოდ ინახავდა. პატრასის “აგიოს ანდრეას” საავადმყოფოში სრულიად მარტო მივიდა და საკეისრო კვეთის გზით იმშობიარა. შემდეგ, ოთხშაბათს ღამით, დაახლოებით 03:30 საათზე, მან სამშბიარო დაუკითხავად დატოვა და რამდენიმე საათი ახალშობილ გოგონასთან ერთად უმისამართოდ დადიოდა. საბოლოოდ, სანაპირომდე მივიდა და საკუთარი შვილი იქ დატოვა.

27 წლის გოგო პროფესიით სტილისტია. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ მანაც კი არ იცის, რატომ მოიქცა ახალგაზრდა ქალი ასე, თუმცა, აღნიშნავს, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმძიმესია და არავის ელაპარაკება.

“ჩემი კლიენტი კლასიკურ მშობიარობის შემდგომ დეპრესიაშია. მას გვერდით არავინ ჰყავდა, არც ნათესავები, არც მეგობრები და არც ბავშვის ბიოლოგიური მამა. არავინ იცოდა მისი ფეხმძიმობის შესახებ. ის მარტო მივიდა და საკეისრო კვეთით იმშობიარა,” აცხადებს.

როგორც ცნობილია, დღეს ჩვილ გოგონას ექსპერტიზა ჩატარდება და მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდება.

ბავშვს განსაკუთრებით დაზიანებული აქვს სახის არე.

onalem

ტესტ