fbpx
კრიმინალი

10 კგ ყველანაირი სახის ნარკოტიკი – 64 წლის ალბანელი ქალი შვილებს გასაყიდ ნარკოტიკს სახლში უნახავდა

საბერძნეთის პოლიციამ საერთო ჯამში სამი ადამიანი დააკავა. ორ ახალგაზრდა მამაკაცს ნარკოტიკებით ვაჭრობა ედებათ ბრალად, ხოლო მათ დედას დანაშაულში ხელშეწყობა.

გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაკავება კრეტაზე, კერძოდ, მასტაბას ტერიტორიაზე განხორციელდა. ისინი წარსულშიც იყვნენ გარკვეულ დანაშაულში ეჭვმიტანილები და პოლიციასთან პრობლემები ჰქონდათ, სწორედ ამიტომ, მათი იდენტიფიცირება და დაკავება არ გასჭირვებიათ.

მათ სახლში აღმოაჩინეს 10 კილოგრამი ყველანაირი სახის ნარკოტიკი, მათ შორის კოკაინი და ჰეროინი, რომელსაც 64 წლის ქალი სახლში საგულდაგულოდ ინახავდა.

დაკავებულები ალბანეთის მოქალაქეები არიან.

 

onalem

ტესტ