fbpx
კრიმინალი

წარმოუდგენელი შემთხვევა თესალონიკში: ეჭვიანობის ნიადაგზე ქალმა ქალი დანით დაჭრა

თესალონიკში მომდარმა ამბავმა საზოგადოება შეძრა. საუბარია ორ ახალგაზრდა ქალს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, რომელიც კინაღამ ფატალურად დასრულდა.

როგორც ირკვევა, 25 წლის ალბანელმა ქალმა მეორე, 27 წლის ქალს დანით ჭრილობები მიაყენა, მანამდე კი, ამ ყველაფერს წინ სიტყვიერი მუქარა უძღვოდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა 27 წლის იოანა საკუთარი დის სახლთან იმყოფებოდა, სწორედ იქ დაესხა თავს ამჟამად უკვე დაკავებული 25 წლის ქალი და მუცლის არეში დაჭრა.

ბრალდებული თავდასხმამდე სოციალური ქსელის საშუალებით სწერდა მესიჯებს როგორც იოანას, ასევე მის მშობლებს, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა, რადგან მისი სილამაზის გამო პათოლოგიურად ეჭვიანობდა და მისით იყო შეპყრობილი, აფრთხილებდა, რომ არანაირი კონტაქტი არ ჰქონოდა მის ყოფილ მეუღლესთან, სხვა შემთხვევაში სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა.

27 წლის იოანას ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არანაირი მიზეზი არ მიუცია თავდამსხმელისთვის და არც სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონია ალბანელის ყოფილ ქმართან, მხოლოდ და მხოლოდ მეგობრები იყვნენ და დრო და დრო ერთმანეთს ხვდებოდნენ.

ალბანელის წინააღმდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის აღძრული.

 

onalem

ტესტ