fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

წარმოუდგენელი შემთხვევა: გაძარცვეს მეხანძრე, რომელიც როდოსზე ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა როდოსზე მოხდა. რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს, მაშინ, როცა ქვეყანა გამანადგურებელ ხანძრებს ებრძვის და ეს ყველაფერი ადამიანების, ამ შემთხვევაში მეხანძრეთა და მოხალისეთა ხელით ხდება, ზოგიერთი სარგებლობს სიტუაციით და დანაშაულს ჩადის.

ირკვევა, რომ როდოსზე, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული “მეგახანძრების” გამო, რომელთან გამკლავებაც რამდენიმე დღეა ბოლომდე ვერ ხერხდება, ერთ-ერთ მეხანძრეს მუშაობის დროს საკუთარი ნივთები, მათ შორის პლანშეტი მოპარეს.

შემთხვევა სტეფანესის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სახანძრო სამსახურის ერთ-ერთი მაშველი თავდაუზოგავად მუშაობდა, ხოლო ნივთები, ცხადია, სხვების მსგავსად, დატოვებული ჰქონდა მანქანაში. როდესაც სამუშაოების დასრულების შემდეგ მანქანასთან დაბრუნდა, იქ აღარაფერი დახვდა.

მამაკაცმა პოლიციაში შეიტანა საჩივარი მომხდართან დაკავშირებით, თუმცა, არც თავად მეხანძრეს და არც გამოძიებას არ აქვს წინასწარი ცნობები, სავარაუდო დამნაშავესთან დაკავშირებით.

onalem

ტესტ