fbpx
კრიმინალი

ვინ არის 23 წლის ალბანელი, რომელმაც თესალონიკში 19 წლის ალკი სასტიკად მოკლა – კადრები

თესალონიკში 19 წლის ბიჭის, ალკის მკვლელობაში ბრალდებული ალბანელი უკვე დაკავებულია. საუბარია 23 წლის ბიჭზე, რომელიც თავისი სისასტიკით არის ცნობილი და ადრეც ჰქონია შეხება სამართალდამცველებთან. 19 წლის ალკის დანით სასტიკი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული მთელ სხეულზე, მას ურტყამდა გამეტებით და ბრმად.

ირკვევა, რომ 23 წლის ალბანელი ალკის ერთ-ერთმა მეგობარმა ამოიცნო და გამოძიებამაც დაადგინა, რომ სწორედ ის იყო მკვლელობის უშუალო მონაწილე, მისი სახე ჩანს კამერებზეც, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზეა დამონტაჟებული. ცნობილია, რომ ალბანელისა და მისი მეგობრების მხრიდან თავდასხმის შედეგად დაშავდა ალკის ორი მეგობარიც, 18 და 20 წლის, რომლებმაც საავადმყოფო უკვე დატოვეს.

ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება, ეკუთვნოდა თუ არა 23 წლის ალბანელს მანქანა, რომლითაც ის და მისი მეგობრები მკვლელობის ადგილას მივიდნენნ. მათ იკითხეს, თუ რომელი გუნდის მხარდამჭერები იყვნენ და შემდეგ პირდაპირ სასტიკ თავდასხმაზე გადავიდნენ.

19 წლის ალკი დღეს შუადღეს ვერიაში დაკრძალეს.

დაკავებული ალბანელი

onalem

ტესტ