fbpx
პოლიტიკა

უკიდურესად უხერხული მომენტი ლავროვისა და დენდიას შეხვედრიდან – თარჯიმანმა საუბარი ვერ შეძლო

ნიკოს დენდიასა და მისი რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის მოსკოვში შეხვედრის მიმართ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, თუმცა, მათი საჯარო გამოსვლისას, ხალხის ყურადღება თარჯიმანმა მიიპყრო, რომელიც ლავროვის საუბარს თარგმნიდა.

სამწუხაროდ, დიდი უხერხულობა შეიქმნა, როდესაც თარჯიმანს ხველა დაეწყო და დიდი გაჭირვებით ცდილობდა საუბარი არ შეეწყვიტა. ქალს სურდა, რომ თარგმნა გაეგრძელებინა, თუმცა, გარკვეულ მომენტში, ეთერიდან გავიდა და შემდეგ ისევ დაბრუნდა, მაგრამ ამაოდ, თავს ვერ იკავებდა.

შედეგად, ლავროვის საუბრიდან გარკვეული ნაწილი ბერძნული საზოგადოებისთვის გაუგებარი დარჩა.

onalem

ტესტ