fbpx
საბერძნეთი

უდედმამოდ დარჩენილ ლიდიაზე მეურვეობას 32 წლის პილოტის მშობლები მოითხოვენ

ღლიკა ნერაში მომხდარი უმძიმესი ამბის ყველაზე ტრაგიკული ფიგურა 1 წლის ლიდიაა, რომელიც ორივე მშობლის გარეშე დარჩა. გოგონას აღარ ჰყავს დედა, მამა კი ციხეში გაატარებს მომდევნო წლებს. ისმის კითხვა, ვისთან გაიზრდება ბავშვი, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა და სად არის მისთვის ყველაზე შესაბამისი გარემო.

ირკვევა, რომ ლიდიაზე მეურვეობის მოთხოვნას 32 წლის პილოტის ოჯახი აპირებს. ამ დროისთვის ბავშვი მის ძმასთან, ფოტის ანაგნოსტოპულოს სახლში იმყოფება და არსებული ცნობებით, მაქსიმალურად ზრუნავს მასზე. ფოტი კაროლაინის დედის გვერდით იდგა მომხდარის პირველივე წუთებიდან და ვერ იჯერებს, რომ მისმა ძმამ ასეთი რამ ჩაიდინა.

კუნძულ ალონისოზე, სადაც კაროლაინის დედა, ქალბატონი სუზანა ცხოვრობს, ფიქრობენ, რომ ბავშვის სათანადოდ აღზრდა მხოლოდ მას შეუძლია და ლიდია სწორედ მასთან უნდა დარჩეს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებებს პროკურატურა მიიღებს უახლოეს მომავალში.

onalem

ტესტ