fbpx
მსოფლიო

თურქი ქალი, რომლის ამბავმაც მსოფლიო შეძრა – სასამართლომ ქმრის მკვლელობის შემდეგ უდანაშაულოდ სცნო

მელექ იფექი თურქი ქალია, რომელიც 108 დღის წინ საკუთარი მოძალადე-სადისტი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და ახლა, 4 თვიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, უდანაშაულოდ სცნეს.

მელექის ამბავმა შეძრა მსოფლიო – ის არის ქალი, რომელიც 14 წლის მანძილზე უძლებდა ქმრის წარმოუდგენელ მოპყრობას, ფიზიკურ, სექსუალურ, ფსიქოლოგიურ ძალადობას. მამაკაცი მასზე ძალადობდა არასრულწლოვანი შვილების თვალწინაც კი, აწამებდა მას.

ერთ-ერთი წამების დროს, 31 წლის ქალი გოგონების თვალწინ ეხვეწებოდა მამაკაცს, რომ არ მოეკლა, ხოლო მან იფექი აიძულა შიშველი, დაბმული დარჩენილიყო იატაკზე მთელი ღამის მანძილზე.

ახალაგზრდა ქალს ამ ყველაფრის გაძლება აღარ შეეძლო და წამების დროს საკუთარი ქმარი იარაღით მოკლა, შემდეგ კი, პირდაპირ შეატყობინა პოლიციას ამის შესახებ. პირველი სიტყვები კი, რაც მან ოფიცრებს უთხრა იყო: “ამაღამ მე აქ არავინ მცემს.” მელექი ამ დროს შიშველი იყო და ხელბორკილები ეკეთა, რომლებიც უკვე ღია იყო.

შემზარავია კადრები, თუ რა მდგომარეობაში იყო ის.

თურქეთში 2020 წელს ქმრების მხრიდან ძალადობის შედეგად 300 ქალი დაიღუპა. 31 წლის მელექი უდანაშაულოდ სცნეს და ის მაგალითი და თავისუფლების სიმბოლო გახდა ყველა ქალისთვის, ვინც ამ წუთებშიც კი უხმოდ უძლებს წამებას.

 

onalem

ტესტ